Digest Logo

„ახალდაოჯახებულ წყვილს პირველი თვეები და წლებიც კი ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე და კრიტიკული აქვს“ - გიორგი ლობჯანიძე

1793942552
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ახალდაოჯახებულ წყვილებსა და მათ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით ურთიერთობებს ხშირად ოჯახის სხვადასხვა წევრის ჩარევა და უადგილო მოთხოვნები ანგრევს.

გიორგი ლობჯანიძე ამბობს, რომ ერთი სტატუსიდან მეორეში გადასვლა ბევრისთვის დიდი შოკი და დარტყმაა:

„ხშირადაა, როცა პირად ურთიერთობებს მხოლოდ წყვილთა უთანხმოება არა, არამედ, ოჯახის წევრთა სხვა ჩარევები და უადგილო მოთხოვნები ანგრევს ხოლმე.

ბევრი იმდენს ვერც კი ხვდება, რომ ახალდაოჯახებულ წყვილს პირველი თვეები და წლებიც კი ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე და კრიტიკული აქვს. შეგუების პროცესი ძალზე მძიმეა.

შემდეგ ერთი სტატუსიდან მეორეში რომ გადადიხარ და მომენტალურად ხდები მშობელი, ეს ბევრისთვის დიდი შოკია, დარტყმაა.

ოჯახი - ეს ნამდვილი „ჯახია” და ნებისმიერი ურთიერთობა იცით, თუნდაც შეყვარებული იყოს და მასთან აწყობდე გეგმებს … ამ დროს სხვა პირთა უაზრო რეპლიკები ან მიუღებელი რჩევები, როგორც მწერის ზუზუნი, ისე ჩაგესმის თავში.

ეს ბევრს არ ესმის, გადამეტებული მოთხოვნები კი უბრალოდ აზიანებს კავშირებს.

ასეთი კითხვები დამიგროვდა, გეთანხმებით ,,ზოგჯერ” ასეც ხდება ხოლმე, თუმცა არის ინდივიდუალური კიდევ სხვადასხვა შემთხვევებიც, თითოეული ურთიერთობა ცალკე ისტორიაა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რეკომენდებული არ არის ახალი საქმის დაწყება, ქორწილის გადახდა“ - 6 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ნოემბერს საქართველოში

✕