მომღერალი სალომე ბაკურაძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ მეუღლე, პროდიუსერი, რესტორნის „ქვევრი“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ერთი წლის წინანდელ ვიდეოს გვიზიარებს, სადაც სიმღერას „ახალი წლის ღამე“ ასრულებს:
„ახლა კიდევ უფრო და გიჟურად ძვირფასია ეს სიმღერა და ეს ვიდეო, თავის იდეით და მონაწილე ადამიანებით და მადლობა ამისთვის.
ლაშა ბასლანძე მიყვარხარ“, - წერს სალომე ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბასლანძე 2025 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი 40 წლის იყო.
ლაშა ბასლანძეს და სალომე ბაკურაძეს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო აწ გარდაცვლილი ლაშას ქალიშვილი ელენე პირველი ქორწინებიდან დარჩა.