ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს. ამასთან იგი, საკუთარ საქმესაც არ ივიწყებს და პერიოდულად, წიგნებიდან ამონარიდსაც აქვეყნებს.
ამჯერად გიორგი კეკელიძე მორიგ პოსტს გვიზიარებს, სადაც ბარბარობაზე წერს:
„იმ უხსოვარ წლებში, ზუსტად ამ დროს, როცა ვიძინებდი, უკვე ზეპირად ვიცოდი ხვალინდელი დილა. ამინდი აუცილებლად იქნებოდა მოწყენილი – მზე რომ ღრუბელს მღვრიედ ატყვია და ოდნავ ცივა.
ბებიაჩემი გამოაღებდა საქათმეს და ხმამაღლა გასძახებდა: „ასი დედალ, ასი მამალ, ასი მისი მოჩხოროზი” - მგონი სამჯერ თუ ოთხჯერ ამბობდა, საგანგებოდ ამ დღისთვის შემონახულ სიმინდს მოფანტავდა და კმაყოფილი სახით ბრუნდებოდა ოთახში.
ახლა საქათმე ცარიელია, ბებიაჩემი მზე რომ ღრუბელს მღვრიედ ატყვია, იმ ღრუბლის მიღმა და ის დილაც თხრობითღა მახსოვს – ვერ ვიმეორებ.
არადა, ბარბარობა დადგა“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნებისმიერი წამოწყება წარმატების დიდ შანსებს იძლევა...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„ეს არის დღე, რომელიც იდეალურია სიმართლის სათქმელად“ - რას გვიმზადებს 17 დეკემბერი?
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 დეკემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით