საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთი გახდა.
მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოს მე-14 ადგილზე გავიდა.
საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიიდან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი, საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჯამში 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.
კონკურსანტებს სოციალურ ქსელში ვაჩე ღვინიაშვილმა საჯარო პოსტი მიუძღვნა👇
„ბავშვებო! ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ მაშინ დამარცხდებით! თქვენ გვასახელეთ, ღირსეულად წარსდექით მთელი ევროპის წინაშე და სიამაყის ჟინი გაგვიღვიძეთ!
თქვენ გამარჯვებულები ხართ! გვეამაყებით! საქართველოს გაუმარჯოს“, - წერს ვაჩე ღვინიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: