„იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ჟურნალისტმა „გორბის“ კვლევაზე და მის შედეგებზე ისაუბრა, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა. აღნიშნულის გამო სოციალურ ქსელში კოლეგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათ შორის იყო ვახო სანაიაც.
„იმედის“ ჟურნალისტმა ირაკლი ჩიხლაძემ ზემოთ ხსენებულ შემთხვევაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„ახლა ყურადღებით მომისმინეთ ჩვენმა ზოგიერთმა ე.წ. „კოლეგამ" და არამარტო:
ჩვენ გამოვაცხადეთ კითხვები, პასუხები და ციფრები - ვინ და რამდენმა პროცენტმა როგორი პასუხი გასცა კვლევითი ორგანიზაციის დასმულ კითხვებს.
სულ ეს იყო, მაგრამ თქვენ ამაზე მყისიერი ფეისბუკ ისტერია წამოიწყეთ, თურმე მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოგეწონათ რომელიღაც კითხვა თუ პასუხი?! და ამას ის ხალხი აკეთებთ, ვინც კითხვა-პასუხი კი არა,
თავხედური ფეიკებით, თქვენივე მოგონილი ამბებით, საქართველოს საწინააღმდეგო ნარატივით (თან დღევანდელ სიტუაციაში!!!), ქვეყნის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ პროდასავლურობის ნიღაბს ამოფარებულები იბრძვით, ყოველდღიურად აზიანებთ, მტრობთ და ღალატობთ საკუთარ ქვეყანას!
ამიტომ, სანამ გაღმა შედავების ვითომ ემოციურ და ბინძურ ფეიკ კამპანიას დაგეგმავთ, ცოტა დაფიქრდით, რადგან პასუხს აუცილებლად მიიღებთ!
სოფო ბერიძე შენ ხარ ღირსეული და საამაყო ჟურნალისტი“, - წერს ირაკლი ჩიხლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇