„გარდენია“-ს მფლობელი, მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ არღვევენ ზრდასრული სტუმრები აკრძალულ წესებს და მათ საუბარს ასაჯაროებს.
„ოქროს თევზებიან აუზთან წარწერა გავაკეთეთ: „ბავშვებო გთხოვთ აუზში კენჭებს ნუ ჩაყრით მუჭებით ბაღის ბილიკებიდან“.
ალპინარიუმთან გვიწერია: „ბავშვებო გთხოვთ ქვებზე ნუ ახვალთ..".
ჭიშკარზე : „სამეურნეო ნაწილია, ნუ შეხვალთ!!!".
ხშირად ვზივარ ნეკერჩხლის ქვეშ, ვეიგელას ბუჩქები მეფარება და ბაღის სტუმრები ვერ მხედავენ, მე კი მათი საუბარი მესმის, გამიგონია ხშირად იქ მჯდომს: „მიდი დედა მიდი ჩაყარე, აწერია არ შეიძლებაო..“, „მიდი ბებო ადი ჩქარა გადაგიღო აწერია არ ახვიდეთ, არ შეიძლებაო..“.
„შევიდეთ, შევიდეთ რა, არავინ არაა“.
ევროპა არა ისა..“, - წერს ზურა შევარდნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 ბაგრატ ჟღენტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან კბილებით 47 ტონა გასწია