Digest Logo

🎥 „ახლაც მეტირება“ - რას ჰყვება ნუცა შანშიაშვილი ლოცვის ძალაზე

1769416803
ნუცა შანშიაშვილი

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.

ამჯერად იგი ემოციურ ისტორიას ჰყვება, რომელიც ლოცვის ძალას უკავშირდება:

„მეუბნებიან: „სხვებს მოძღვრავ და მერე შენ არღვევ იმავესო“. მეც ადამიანი ვარ და დღეში უამრავ შეცდომას ვუშვებ. მე, როდესაც რამეს გიზიარებთ, ეს იმიტომ ხდება, რომ გამოცდილებას ეყრდნობა. ყველა ცოდნის გამტარები ვართ. იმისთვის ვარსებობთ ადამიანები, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება. ჩვენი არსებობა საიდუმლოებებით არის სავსე სამყაროში.

მოკლედ, დიდი ხნის წინ მე და ჩემი მეუღლე, თემური, მოსკოვში ვიყავით გასტროლებზე. როდესაც მორჩა ეს ყველაფერი, სახლში ვბრუნდებოდით და ჩვენი სახლის წინ ეკლესია იყო, სადაც სულ რემონტი მიმდიმარეობდა და ხალხი თითქმის არ იყო. ამ ტაძარს უვლიდნენ ცოლ-ქმარი, ბელორუსი და უკრაინელი, ძალიან კარგი ხალხი. ვუთხარი ჩემს ქმარს წამოდი, შევიდეთ და სანთელი ავანთოთ-მეთქი. მამაომ ჩემს მეუღლეს სთხოვა, ისეთ ამბავია, გთხოვთ ლოცვა წაიკითხეო. მისცა ეს ლოცვის წიგნი. თემური ერთი საათი კითხულობდა, თან ეს საოცარი ხმა აქვს და აქეთ გალობა მიდის, მართლაც საოცრება იყო.

როცა ლოცვა დასრულდა, გამოვედით გარეთ და ვკითხე მამაოს, რაზე იყო ეს ლოცვა - „ჯანმრთელობის ლოცვა იყოო“. ამ დროს ურეკავენ ამერიკიდან თემურის: „გილოცავთ, ყველაფერი უკვე კარგად არისო“. თურმე, დედამისი, ჩემი მეუღლის დედა ერთი საათით ადრე ექიმებმა სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან. მეტირება ახლაც, როდესაც მახსენდება. რის თქმა მინდა ამ ყველაფრით? სამყაროში არაფერი ხდება უბრალოდ ისე. დარწმუნებული ვარ, იმ ლოცვამ დედამისი გამოგლიჯა სიკვდილს ხელიდან“, - ჰყვება ნუცა შანშიაშვილი.