„ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მარია დარჩია სოციალურ ქსელში აქციაზე დაშავებული ახალგაზრდების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„არასრულწლოვანს თავში დუბინკას რომ ურტყამ. იმიტომ რომ ევროპული მომავალი უნდა. იმიტომ რომ რუსეთში ცხოვრება არ უნდა. იმიტომ რომ გამოდის და ამას აპროტესტებს. ამის გამო ძალადობ მასზე.
სასწრაფოთი გადმოვიყვანეთ წეღან ორივე. ჩვენი ფრანკლინელები. ტვინის შერყევის სიმპტომებით. ვიდექი მისაღებში და ველოდებოდი მათი ოჯახების წევრებს. ორივეს ტელეფონი მეჭირა ხელში და ორივეს ახლობლებს ვამშვიდებდი, რომ შვილები ცოცხლები დახვდებათ.
ეს რა ხდება? რატომ? სად ვცხოვრობთ? რას დავემსგავსეთ? ამაზე ახლა ვერც ვფიქრობ. ერთს სასწრაფოში მთელი გზა ეჭირა ჩემი ხელი თავისი დასისხლიანებული ხელით. გული მეტკინა. რაღაცა ძალიან არასწორი ხდება“, - წერს მარია დარჩია.
ასევე დაგაინტერესებთ👇