Digest Logo

🎥 „ალბათ არც ერთ ჩვენგანს არ ეძინა დღეს ღამე...“ - მაკა რაზმაძე რუსუდან ჩხაიძეს ემშვიდობება

1766832143
მაკა რაზმაძე

24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ეხმაურება. იგი გამოსამშვიდობებელ ვიდეოსა და წერილს გვიზიარებს:

„ალბათ არც ერთ ჩვენგანს არ ეძინა დღეს ღამე. რუსუდან ჩხაიძე ის ადამიანია, რომელსაც გაიცნობ და ვეღარასდროს დაივიწყებ... ის ადამიანია, რომელიც როცა დაგტოვებს სამყარო სხვანაირი ხდება შენთვის და ხვდები, რომ ვეღარასდროს იქნები ისეთი,როგორიც აქამდე იყავი.

დღეს სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს რუსიკოს, ქალბატონ რუსუდან ჩხაიძეს, ცნობილ კომპოზიტორს და საოცარ ადამიანს. თვითონ სიყვარულით სავსე, კაშკაშა ადამიანი იყო, ყველაფერს ანათებდა სადაც მიდიოდა თავისი სიკეთით და სიხალისით და მეც მისი მსგავსი ვიდეო ავკინძე. მინდა რომ სამუდამოდ დაფიქსირდეს აქაც როგორ მიყვარდა და რა ძვირფასი იყო ჩემთვის ძალიან დიდი ადამიანი“, - წერს მაკა რაზმაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შენ ხარ ღვთის ხელი — ქმნი, აფერადებ, ანათებ...“ - 2026 წლის ჰოროსკოპი ცხენის წელში დაბადებულებისთვის

⭕„მერყეობის გამო შესაძლოა გარშემო მყოფებმა გაგრიყონ...“ - 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი გიორგი ლობჯანიძისგან

⭕„როგორ მომწონს ეს დუეტი“ - მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის ფოტოები