Digest Logo

„ალბათ, ბევრს გაინტერესებთ მას შემდეგ ჩვენი ყოფა როგორია...“ - რას წერდა რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმის ტრაგედიის დროს ოჯახის 4 წევრი დაკარგა

1759922694
რამაზ დავლაძე

ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან ზუსტად 4 წელი გავიდა. შემთხვევა, 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, აქედან 8 უკვე დაღუპული იყო. 

ტრაგიკულ თარიღს წლების წინ მოქალაქე რამაზ დავლაძე, რომელმაც უბედური შემთხვევის შედეგად, მეუღლე, 2 შვილი და ძმა დაკარგა, ემოციური პოსტით ეხმაურებოდა:

„სიძნელის და სიმძიმის გამო არ ვიცი როგორ ვთქვა, როგორ დავწერო, იმ ავბედითი ტრაგედიიდან მტანჯველი ერთი წელი გავიდა!!!

ჩემო გულშემატკივარო ძვირფასო ადამიანებო, ალბათ ბევრს გაინტერესებთ მის შემდეგ ჩვენი ყოფა როგორია; ტელევიზია, ჟურნალი - ბევრი წერილი მომდის, ბევრი ზარია, მე არავის არ მინდა ჩემი უარით გული დავწყვიტო ან ვინმე გამომრჩეს, მინდა რომ სწორად გაიგოთ ჩემიც, პირველ რიგში დემეტრეს გამო, არ მსურს რომ მან ბევრი ტკივილიანი შეკითხვა-პასუხი მოისმინოს, დემეტრესთან მქონდა ამ თემაზე საუბარი და მის შეკითხვებს გავეცი პასუხი და ასეთი რამ მითხრა და მთხოვა:

„მამიკო, გასაგებია, მე ვიცი ყველაფერი და გთხოვ მეტი ამაზე აღარ ვისაუბროთო“;

შეკითხვებიც კი სათუთად დამისვა, იმიტომ რომ არ უნდა ჩემი განცდებით მოსილი სახე ნახოს და გააზრებულად დამინდო ყველაფერში, მე, რა თქმა უნდა, სულ ვცდილობ ამ ტკივილით ვიყო მოზომილი ჩემს შვილთან და ესეც უნდა იყოს, ეს ტკივილი ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდა, დაიდო თავისი მარადიული ბინა ჩემს გულში და მე ამით არასოდეს არავინ არ უნდა შევაწუხო, არც უფლება მაქვს და ისე უნდა ვმართო ჩემი დარჩენილი ცხოვრება, როგორიც ეკადრებათ მათ მარადიულ სასუფეველში იქ და მე და დემეტრეს აქ; ჩემი ცხოვრება ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობისგან შედგებოდა, შედგება და სულ ასე იქნება, სხვანაირად არც მიცხოვრია და ვერც ვიცხოვრებ!!!

ამიტომ გადავწყვიტე ამ პატარა წერილით გადმოგცეთ ტკივილით განვლილი ეს დრო!  8 ოქტომბერი - მძიმე დღეები იყო ყველას მოგეხსენებათ, მძიმედ და საზარლად ჩამოწვა სიკვდილი, უეცრად გაქრნენ და წავიდნენ...დიდ ტკივილებთან, დარდთან და გაუსაძლის მონატრებასთან ერთად ვარ თითოეული წამი, დღე და ასე... ვცხოვრობთ მე და ჩემი დემეტრე, ერთმანეთი აღმოვაჩინეთ და ხელახლა გავიცანით!

პირადად მე როგორც ადამიანმა და მშობელმა მამამ, გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ შვილის გარდა დემე მართლა დიდი აღმოჩენა გახდა ჩემთვის, უცბად დავინახე, რომ ჩემს გვერდით არა თუ პატარა, არამედ დიდი მეგობარი მყავს, მთელი თავისი საოცარი გონიერებით, გააზრებული შეგნებითა და სიყვარულით სავსე გულშემატკივრობით, აი ასეთმა დემეტრემ მიშველა და გადამარჩინა, დღესაც დემი გრძელდება, ჩემი ყველაზე მყარი დასაყრდენი დემეტრეა, ერთად ვმსჯელობთ, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ერთმანეთისთვის კიდევ იმაზე მეტი ვართ, ვიდრე ვართ!!! თითქმის მთელი წელი პატარ-პატარა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მოგზაურობებით ვასიამოვნე დემეტრეს რომ კარგად გავაცნო საქართველო ლამაზი კუთხე-მდებარეობებით;

აღზრდა და გაზრდა რომ სწორად, ხარისხიანად შევძლო, ამისთვის ბევრი რამის შესწავლა მომიწია და კიდევ ბევრს ვსწავლობ (სულ უნდა ვითარდებოდე ადამიანი, ამიტომ ეს სულ ასე იყო ჩემში);

დღეს დემეტრე სკოლა ლიცეუმ „მასტერ კლასის“ პირველ კლასელია, სწავლის ამ მთავარ და მნიშვნელოვან გზასაც ერთად შევუდექით, მისი მიზანდასახულობა და მოწადინებულობა კი ძალიან მახარებს და მაძლიერებს!!!
ყველაზე მთავარი რაც მინდა ვთქვა და ბევრჯერ ვთქვი: უთბილესი მადლობა „wissol-ვისოლი“-ს, მადლიერი ვარ, რომელმაც მომხდარი ტრაგედიიდან მალევე გვაჩუქა ბინა! უღრმესი მადლობა და მადლიერება უმაღლესი დონის სკოლა ლიცეუმ „მასტერკლასი“-ს ერთგულად თანადგომისა და იმ უსასყიდლო ამაგისთვის, რაც აკეთეს და აკეთებენ დემეტრესთვის ჯერ ბაღში და ახლა სკოლაში! მადლობა ყველას, მადლობა თითოეულ თქვენგანს! უამრავი სიკეთით იხარეთ!“, - წერდა რამაზ დავლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„როგორ აპატიო წყენა? რაც გვესაჭიროება არის გაგება, რომ ყველა ადამიანი ვინც შენს გარშემოა, წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ სათამაშოს“ - ნუცა შანშიაშვილი

„თუ თავს ცუდად გრძნობთ, გეშინიათ, გტკივათ - დაიწყეთ მადლიერების გამოხატვა!“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

„ყოველ ადამიანს აქვს უხილავი ენერგეტიკული ანტენა, არ დაელოდო სამყაროს ცვლილებას, შეცვალე შენი ვიბრაცია“ - რას გვასწავლის რეზონანსის კანონი