Digest Logo

„თუ თავს ცუდად გრძნობთ, გეშინიათ, გტკივათ - დაიწყეთ მადლიერების გამოხატვა!“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

1759920780
მადლიერება

„მადლობა გადაუხადეთ ცხოვრებას და თქვენს „მტრებს“, ტკივილის გაკვეთილებისთვის, რომლებსაც ისინი გასწავლიან, როგორ დაუბრუნდეთ საკუთარ თავს და განვითარდეთ, განაგრძოთ თქვენი გზა წინ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი, თამარ კვარაცხელია წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს:

„თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაიწყეთ მადლიერების გამოხატვა!

მადლობა გადაუხადეთ საკუთარ სხეულს, ყველაფრის მიუხედავად სუნთქვისა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

თუ გეშინიათ, დაიწყეთ მადლიერების გამოხატვა!

მადლობა გადაუხადეთ საკუთარ გულსა და სულს, რომ ცოცხალი ხართ და შეგიძლიათ იგრძნოთ.

თუ გტკივათ, დაიწყეთ მადლიერების გამოხატვა!

მადლობა გადაუხადეთ ცხოვრებას და თქვენს „მტრებს“, ტკივილის გაკვეთილებისთვის, რომლებსაც ისინი გასწავლიან, როგორ დაუბრუნდეთ საკუთარ თავს და განვითარდეთ, განაგრძოთ თქვენი გზა წინ.

თუ მარტოსული ხართ, დაიწყეთ მადლიერების გამოხატვა!

მადლობა გადაუხადეთ სიჩუმეს და სივრცეს, მარტო ყოფნის შესაძლებლობისთვის, ყურადღების საკუთარი თავისკენ მიმართვისა და უკეთ შეცნობისთვის, საკუთარ თავთან გულწრფელობისთვის ან იქნებ უბრალოდ, მადლობა დასვენებისა და გამოჯანმრთელების...

თუ თავს კარგად გრძნობთ, მადლობაც გადაუხადეთ თავს კარგად ყოფნისთვის!

მადლობა გადაუხადეთ თქვენი არსების ყოველ უჯრედს, ცხოვრებისა და სიყვარულის შესაძლებლობისთვის!

თუ ბედნიერი ხართ, მადლობა გადაუხადეთ!

მადლობა გადაუხადეთ ყველას, ვინც თქვენს ბედნიერებას ქმნის.

მადლობა გადაუხადეთ ყველა დამხმარე ანგელოზს თქვენს გზაზე“, - წერს თამარ კვარაცხელია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყოველ ადამიანს აქვს უხილავი ენერგეტიკული ანტენა, არ დაელოდო სამყაროს ცვლილებას, შეცვალე შენი ვიბრაცია“ - რას გვასწავლის რეზონანსის კანონი

„დაიცავი შენი შინაგანი სინათლე, ის შენი ყველაზე ძვირფასი ნაწილია, სხვა შემთხვევაში ჩაქრები...“ - რას წერს მაია მომცელიძე

🎥 „ეს იყო გზა იდეიდან-ოცნებამდე, თვეების განმავლობაში ვმუშაობდით კონცეფციისა და დეტალების დახვეწაზე“ - ნუკი კოშკელიშვილი