Digest Logo

ალექსანდრა პაიჭაძე თეთრ მოკლე კაბაში პოზირებს - „შეუდარებელი ხარ“

1751951888
ალექსანდრა პაიჭაძე

ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურად გვიზიარებს როგორც პირად ცხოვრებასთან, ისე ყოველდღიურობასთან დაკავშირებულ კადრებს. იგი ერთ-ერთი ცნობადი სახეა, რომელსაც სოციალურ პლატფორმებზე ათიათასობით გამომწერი ჰყავს და მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფება.

ცოტა ხნის წინ ალექსანდრა იტალიაში საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რაც მის გამომწერებსა და ყვითელ მედიას არ გამორჩენია. როგორც ირკვევა, მოდელმა და ბიზნესმენმა დავით კოდუამ ურთიერთობაში მცირე პაუზის შემდეგ კვლავ განაახლეს და გადაწყვიტეს შანსის მიცემა ერთმანეთისთვის.

შეგახსენებთ, რომ წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს - ქალიშვილი, ვიქტორია.

ამჯერად მოდელი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც იგი თეთრ მოკლე კაბაში პოზირებს.

ფოტოებმა კომპლიმენტები დაიმსახურა:

„ულამაზესი ხარ“, 

„სრულყოფილება“, 

„ანათებ,“

„შეუდარებელი ხარ“, - წერენ კომენტარებში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 ვის ჰქონდა მორგებული პუპის ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მერვე ეპიზოდი შედგა