ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად ლობჯანიძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას კვირაცხოვლობა მიულოცა:
„ყველას გილოცავთ კვირაცხოვლობას, რაც აღდგომასთან, როგორც სიცოცხლის განახლებასთანაა დაკავშირებული!
თვით აღდგომით სიკვდილი ფაქტობრივად ერთადერთი დაუმარცხებელი მტერი კაცობრიობისა საბოლოოდ მარცხდება, ხოლო ამ დღეს კიდევ ერთხელ განვიცდით იმ სიხარულს, რასაც რწმენასა და სიცოცხლეში ხელახალი დაბადება ჰქვია.
რატომ რწმენა? მეორენაირად ამ დღეს თომა მოციქულის კვირა ეწოდება.
მოციქული თომა თავდაპირველად ეჭვობდა ქრისტეს აღდგომას, თუმცა რა წამს გამოეცხადა მას უფალი, პირველმა სწორად მან აღიარა სრულ ღმერთად იგი და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“.
უფალმა კი უპასუხა: შენ მიხილე და გწამს, მაგრამ „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს”.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ბრწყინვალე შვიდეულის გვირგვინს, საუკეთესოს გისურვებთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 აპრილს საქართველოში
🎥 კონსტანტინე სულამანიძე და ირენ პილი პირველ შვილს ელოდებიან - კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან