ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„აი, ადამიანს რაღაც პრობლემა აქვს, სულიერად ფეხზე ვერ დგას...
მე მოძღვრის ვალდებულება მაქვს და ვეუბნები:
— „იცი, აი ეს ასე უნდა გააკეთ…“(არ დამიმთავრებია)
— „ვიცი“, მეუბნება…
მერე გავაგრძელებ ხოლმე:
— ჰოდა აი ეს ასე (დარიგებას ვაძლევ, რომ იმ წუმპიდან ამოვიდეს),
— ვიცი, უცებ მეუბნება…
იცით, რამდენჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა?!
აი ეს „ვიცი“, არის დემონური „ვიცი“,
გესმით?!
— რა ვიცით?! ვინ რა იცის?!
— არავინ არაფერი არ ვიცით.
ღვთის ნების გამოცნობა ერთჯერადად არ ხდება. სიცოცხლის ბოლომდე ჩვენთვის ის მუდამ საიდუმლოებრივად რჩება, საბოლოოდ ღვთის ნებაში წვდომა მაინც ვერ ხდება - ის ყოველთვის გამოუცნობია,
და ჩვენი ყოველი ნაბიჯი, გარკვეულწილად, თითქმის ყოველთვის რისკს შეიცავს,
იმიტომ, რომ შეიძლება გეშლებოდეს,
და ამ დროს ადამიანი ამბობს - „ვიცი“,
...
„ვიცი“ საერთოდ არ უნდა თქვა, მე თუ მკითხავ,
— რა ვიცით?!
— არაფერიც არ ვიცით,
არაფერში არაფერი არ ვიცით...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საახალწლო ზეიმი ჰქონდა სკოლაში და ფიფქის როლი მოირგო...“ - რას წერს გია ბაღაშვილი