ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდს გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ფაქტმა ერის უდიდესი ნაწილის საერთო რელსზე დგომა ანახვა:
„მე ერთი რამ ვიცი და ამას გაგანდობთ, რომ საქართველოში განურჩევლად შეხედულებისა, ამ ფაქტმა ანახვა ერის უდიდესი ნაწილის საერთო რელსზე დგომა რას ნიშნავს.
ვერ გეტყვით ვინ იქნება მომდევნო პატრიარქი, თუმცა ცალსახაა რომ ვინც მოვა იმას აუცილებლად მოუწევს მთელი რიგი საეკლესიო რეფორმების გატარება!
აუცილებელია, რომ ამ ქვეყანაში ,,მართლმადიდებლობა” სახელმწიფო სარწმუნოებად დაკანონდეს!
ამას ითხოვდა თავის დროზე ყველა ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი!
სხვა რელიგიებს არ უნდა შეეშალოს, ბუნებრივია, ხელი, თუმცა ძირითადი ბირთვი, რაზე იდგა და დგას ერი, ამის დამალვა რატომ ხდება მიკვირს …
სირცხვილია, საქართველოს ისტორიას რომ გადახედავ სისხლის ოკეანეა დამდგარი ქრისტიანობის გულისთვის და საკანონმდებლო ფორმატი არ იყოს ასე დამტკიცებული!
საეკლესიო კუთხით ზღვა რეფორმებია საჭირო, ღირსეული ადამიანების და პროექტების გატარება!
სიახლეების გარეშე სულიერად წინ ვერ წავა ერი.
ღმერთმა ინებოს ჩვენში ღირსეული ხალხის გამოჩენა და სასიკეთო გზით სიარული!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: