Digest Logo

„ის წერტილია, სადაც სინათლე და სიბნელე ერთმანეთს უყურებენ თვალებში და სწორედ აქედან იწყება მოძრაობა წინ, ზრდისკენ“ - ხათუნა ნოელი გაზაფხულის ბუნიობაზე

1774025720
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც გაზაფხულის ბუნიობაზე წერს:

„გილოცავთ გაზაფხულის ბუნიობას!

ეს ხომ ის წერტილია, სადაც სინათლე და სიბნელე ერთმანეთს უყურებენ თვალებში და სწორედ აქედან იწყება მოძრაობა წინ, ზრდისკენ.

ფაქტობრივად ესაა ახალი წელი, ასტრონომიული თვალსაზრისით! დასაწყისი სიცოცხლის ახალი ციკლის, რადგან დღეიდან მზე ახალ წრეზე გადადის და თითქოს თითოეულ ჩვენგანს ეკითხება, რა გვინდა, რომ გავაღვიძოთ საკუთარ თავში წელს?

მე განვითარებას გისურვებთ. დახვეწას, სრულყოფას, ვინაიდან ვიდრე ვარსებობთ, სულ ამისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ.

განვითარება და ზრდა ადამიანობაში - ესაა ჭეშმარიტი გზა დაბადებიდან სიკვდილამდე. წამი, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია.

რიტუალები? არ ვიცი, მე დიდად არ მჯერა რიტუალების. თუ თქვენთვის მისაღებია - გააკეთეთ, თუმცა მე პირადად კეთილი საქმეების უფრო მჯერა, ვიდრე ფურცელზე დაწერილი ჩამონათვალის დაწვის, ან რაღაც ეგეთის...“, - წერს ხათუნა ნოელი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„პატრიარქი დაიღალა საქართველოს სიყვარულში და მან ეს „დავიღალე“ არაჩვეულებრივ საგალობელში გამოხატა, რომელიც შეუძლებელია, ადამიანმა ცრემლის გარეშე მოისმინო“ - ვალერი ასათიანი

რატომაა პარასკევი 13 რიცხვში ყველაზე უიღბლო დღე მსოფლიოში - რა არ უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ არ დაითარსოთ

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ფოტო კოლექცია