უკრაინა-რუსეთის ომში მოხალისედ წასული ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ამბობს, რომ ეს იმ პერიოდში დააფიქსირეს, როდესაც დევნილებს პუნქტებიდან უშვებდნენ.
„საშინელი ფოტოებია. ამ ფოტოში 6 დღის დაუბანელი ვარ, უძილო, გადაღლილი. სახეზე 80 წლის კაცს ვგავარ. მოვიდა ფოტოგრაფი და გადამიღო ეს სურათები. ის მომენტია როცა დევნილებს ვუშვებდით შეყოვნების პუნქტიდან. ახლა ვაცნობიერებ, რა გადაღლილი ვიყავი მაშინ“, - წერს დომენიკ მანგო.
ცნობისთვის, უკრაინა-რუსეთის ომში მოხალისედ წასული ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ მან ფეისბუკის პირად გვერდზე თავად გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ახლა მკურნალობის დრო დადგა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„თავიდან ბოლომდე ზანგური გავხდი...“ - ბესო ზანგურის ცოლი მეუღლის გვარზე გადავიდა