თბილისის ზოოპარკში საზაფხულო გამოცოცხლება და მატებაა. ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში მორიგ თბილ და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, რომლის მთავარი გმირებიც ამჯერად წელს დაბადებული შვლის ნუკრები არიან.
ვიდეოკადრებში, რომლებსაც ზოოპარკი თბილი მინაწერით, „ამ გაზაფხულის ბალღები“ აზიარებს, სამი პატარა შველი ჩანს. ნუკრები ვოლიერში აქტიურად გადაადგილდებიან, ერთმანეთს ეთამაშებიან.
თბილისის ზოოპარკი ხშირად ახსენებს საზოგადოებას, რომ მსგავსი ვიდეოები მხოლოდ პოზიტიური განწყობის შექმნას არ ემსახურება. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ბავშვებმა და უფროსებმა მეტი გაიგონ იმ ცხოველების შესახებ, რომლებიც თბილისის ზოოპარკის მშვენებაა.