მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს უკრაინელი სასულიერო პირის შესახებ, რომელმაც 43 ქართველ მეომარს წესი აუგო.
„ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი უნდა გაგაცნოთ! სახელად ბოგდანი ჰქვია, 40 წლის ხდება, ჰყავს მეუღლე და 2 ქალიშვილი.
ამ კარგმა კაცმა, ბოლო 14 თვეში, 43 ქართველ მეომარს აუგო წესი.
ყოველი პროცესიის მერე გამოდის სამოქალაქო სამოსით და ხშირად ცხარე ცრემლით დასტირის ბიჭებს.
ომს რომ მოვიგებთ, აქაც და თქვენთანაც, პირველ რიგში, საქართველოს სანახავად წამოვალო!
დიდება გმირ ერს“, – წერს გიგა მაქარაშვილი.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩემი ბისკვიტი... ჩემი ვარდი“ - უსაყვარლესი ელის მარია სააკაშვილი იუბილარია