ექიმი ენდოკრინოლოგი სალომე ფანჩვიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პაციენტები მას წონის მატების(განსაკუთრებით მუცლის მიდამოზე) და კლების გაძნელების გამო ხშირად სთხოვენ კორტიზოლის ანალიზის ჩატარებას, რაც მისი თქმით, არაფრის მომცემია:
„პაციენტები ხშირად მთხოვენ, კორტიზოლის ანალიზის ჩატარებას წონის მატების(განსაკუთრებით მუცლის მიდამოზე) და კლების გაძნელების გამო!
🚩თუმცა, ამ მიზეზით კორტიზოლის ვენური ანალიზი აბსოლუტურად არაფრის მომცემია. მოდით გავარკვიოთ რეალურად რატომ არ ღირს ვენური სისხლიდან კორტიზოლის ანალიზის ჩატარება.
🔴კორტიზოლი არის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში გამომუშავებული ჰორმონი, რომელსაც ხშირად „სტრესის ჰორმონს“ უწოდებენ. თუმცა მისი ფუნქცია მხოლოდ სტრესთან დაკავშირებული არ არის.
რას აკეთებს კორტიზოლი?
🧠 ეხმარება ორგანიზმს სტრესთან ადაპტაციაში;
🍬 ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს, როცა ორგანიზმს ენერგია სჭირდება;
🩸 მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულაციაში;
🔥 გავლენას ახდენს ანთებით და იმუნურ პროცესებზე;
⚡ მონაწილეობს ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში;
🌙 დაკავშირებულია ძილ-ღვიძილის ციკლთან.
🟢კორტიზოლის დონე ბუნებრივად იცვლება დღის განმავლობაში: ჩვეულებრივ ყველაზე მაღალია დილით და თანდათან მცირდება საღამოსკენ.
რეალურად, კორტიზოლის ანალიზის ჩატარება საჭირო ხდება, ისეთი იშვიათი და რთული დაავადების დიაგნოსტირებისთვის როგორიცაა: კუშინგის სინდრომი. თუმცა, მისი დიაგნოსტირება ვენური კორტიზოლის ანალიზით არ ხდება და აუცილებლად ვისაუბრებ აღნიშნულ დაავადებაზეც“, - წერს სალომე ფანჩვიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ზოგჯერ ყველაზე დიდი ბედნიერება უბრალოდ ერთად ჯდომაა...“ - არუნ ხათრი მეუღლეზე
🎥 „ღმერთმა გაგიზარდოს ეს ანგელოზი“ - სალომე ჭაჭუა შვილთან ერთად გამოჩნდა
⭕„ზაფხულის ფერები ძალიან გიხდება...“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალი ფოტოები