ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მეუღლეზე წერს:
„კვირა უფრო განსაკუთრებული ხდება, როცა შენ ჩემს გვერდით ხარ.
ცხოვრება იდეალურ დღეებს არ ნიშნავს. მთავარია, გყავდეს სწორი ადამიანი გვერდით ლამაზ დღეებში, რთულ დღეებში, სიცილში, სიჩუმესა და ყველაფერში, რასაც ცხოვრება გვთავაზობს.
ამდენი წლის შემდეგაც მადლიერი ვარ, რომ შემიძლია გიწოდო ჩემი მეუღლე, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი და ჩემი ოჯახი.
ზოგჯერ ყველაზე დიდი ბედნიერება უბრალოდ ერთად ჯდომაა, ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა და იმის გაცნობიერება, თუ რამდენად ბედნიერები ვართ, რომ ეს ცხოვრება ერთად ავაშენეთ“, - წერს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღმერთმა გაგიზარდოს ეს ანგელოზი“ - სალომე ჭაჭუა შვილთან ერთად გამოჩნდა
⭕„ზაფხულის ფერები ძალიან გიხდება...“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალი ფოტოები
⭕როგორ ჩავანაცვლოთ ტელეფონი ისე, რომ ბავშვმა პროტესტი არ გამოთქვას?