Georgian Brothers - ასე ჰქვია „იუთუბის“ არხს, სადაც ამერიკაში მცხოვრები ძმები, გიო და შაკო ხიზანიშვილები პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებენ.
ძმები ხიზანიშვილები მილიონერები არიან, მათ ჰყავთ ძვირად ღირებული მანქანები, მოგზაურობენ სხვადასხვა ადგილებში და ისვენებენ ფეშენებელურ სასტუმროებში.
ამჯერად ისინი მორიგ ვიდეოს აქვეყნებენ, ამერიკაში ერთ-ერთი მდიდრული ქალაქიდან ლას-ვეგასიდან. მილიონერი ძმები ამბობენ, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები ემსახურება ადამიანების მოტივაციას და თვითშეფასების ამაღლებას:
„ვისაც დიდი მიზნები და ამბიციები გაქვთ, აუცილებლად შეეცადეთ, რომ გააკეთოთ მაქსიმუმი. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ სხვა არ გააკეთებს ამ ყველაფერს შენს მაგივრად. შენ თუ არ ადექი და გონება არ დაატანე ამ ყველაფერს, არაფერი გამოგივა. ბევრი ხალხია ისეთი, ვინც უმოქმედობას ნარკოტიკს, მოწევას, დალევას და ა.შ აბრალებენ და თავს იმართლებენ, იმით რომ დასტრესილები არიან და ეს ყველაფერი მათ სტრესის შემსუბუქებაში ეხმარებათ. პრობლემებს ექცევი უბრალოდ არაფერს აგვარებთ. თუ გინდათ რომ რაიმე გამოგივიდეთ უნდა დაიწყოთ საკუთარი თვით და მოიშოროთ მავნე ჩვევები.
შვიდი წლის წინ მე და გიორგი ამ ქუჩებში ფეხით დავდიოდით. მანქანის ქირაობის ფულიც კი არ გვქონდა. მაქსიმუმ 100-150 დოლარი გვქონოდა ჯიბეში. ჩვენ ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ თქვენ მოგცეთ მოტივაცია და გითხრათ, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი“, - ამბობენ ძმები ხიზანიშვილები ვიდეოში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთი დღე ლას-ვეგასში...“ - სოსო ნებიერიძის მოგზაურობა ამერიკაში
⭕„მართლაც ზღაპრული დღე იყო...“ - ნუცა ბუზალაძის გამორჩეული ლუქები დაბადების დღის წვეულებიდან