მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ ოქროს დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა. იგი 28 იანვარს 28 წლის გახდა.
კადრები ნუცა დაბადების დღიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მის დაბადების დღეს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. მომღერალმა ულამაზეს ტორტზე სანთლები ჩააქრო, მოგვიანებით კი ფეიერვერკების სანახაობა შედგა.
ამასთან მომღერლის ახალი ალბომის პრეზენტაციაც შედგა.
ნუცა ბუზალაძემ ამჯერად ახალი კადრები გამოაქვეყნა დაბადების დღის წვეულებიდან, მან რამდენიმე განსხვავებული ლუქი მოირგო, სადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. ფოტოებმა საზოგადოების კომპლიმენტებიც დაიმსახურა:
„გილოცავ ყველაზე ლამაზო და მშვენიერო“,
„საოცარი გოგო ხარ, მართლაც ზღაპრული დღე იყო“,
„ნუცა ულამაზესი ხარ, კიდევ მრავალჯერ აღგენიშნოს“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: