გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნათია თოდუა სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებსა და ემოციურ ჩანაწერს აქვეყნებს. იგი გამომწერებს სხვადასხვა წლებში გადაღებულ კადრებს უზიარებს და გავლილ გზას, განვლილ სიძნელეებსა და აუსრულებელ თუ ახდენილ ოცნებებს იხსენებს.
„ამ სამ მზერას შორის მთელი ცხოვრება ეტევა. ოცნებები, რომელთაგან ზოგი ახდა, ზოგი გზაში დაიკარგა, ზოგსაც დღემდე მივყვები.
იყო სიხარული, ტკივილი, დაკარგვა და თავიდან დაწყება… დრო კი თავის კვალს ჩუმად ტოვებს.
და მაინც, როცა ამ თვალებს ვუყურებ, ისევ იმ პატარა გოგოს ვხედავ, მას, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა.
რა კარგია, რომ ყველაფრის მიუხედავად, არ შეცვლილხარ“, - წერს ნათია თოდუა.
ნათია თოდუა დაქორწინებულია დავით ზურაბიშვილზე. წყვილმა ერთმანეთი გერმანიაში გაიცნო, სადაც პანდემიის პერიოდში დაიწყეს თანაცხოვრება, ხოლო ჯვარი 2022 წლის შემოდგომაზე, ბოდბეში დაიწერეს. წყვილს 2023 წლის მარტში შეეძინა ვაჟი, რომელსაც ჰუგო დაარქვეს. პატარა ჰუგოს დაბადება მომღერლის დაბადების დღეს, 12 მარტს დაემთხვა. ოჯახი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, სადაც ნათია მუსიკალურ მოღვაწეობას განაგრძობს.


