Digest Logo

„ამ სტატიის შემდეგ რაღაცნაირი სიმპათია გამიჩნდა პატრიარქის მიმართ“ - რას წერს დომენიკ მანგო

1681800788
დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო იგივე კუკური ბარამიძე, სოციალურ ქსელში პატრიარქ ილია მეორის კრიტიკით გამოირჩევა, თუმცა ამჯერად სამოქალაქო აქტივისტი, პირიქით, პატრიარქის შესახებ დადებით პოსტს აქვეყნებს.

🔵 „თუ წესრიგშია საჭმლის მომნელებელი და ან ენდოკრინული სისტემები - მინიმუმ განახევრებულია ნევროზი“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე 

„ამ სტატიის შემდეგ რაღაცნაირი სიმპათია გამიჩნდა პატრიარქის მიმართ. საინტერესო ის არის, რომ თავად უწყობს ხელს ბიბლიის გავრცელებას, კარგად ესმის და ზუსტად იცის, რომ ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, ის აუცილებლად დაგმობს რიტუალებს.

თითქოს გააზრებულიც აქვს, რომ მოვა დრო, გამოფხიზლებული ადამიანები გააპროტესტებენ ამ ფორმის “ეკლესიას”, რომელიც დღეს გვაქვს.

თავად გოგი ხარაბაძის აუდიო ძველი აღთქმა მე მოსმენილი მაქვს, მართლაც გენიალურად გადმოსცემს და რჩება შთაბეჭდილება, თითქოს სულიდან ამოძახილს ისმენო.

ულამაზესია ეს ჩანაწერები და ვისაც გაინტერესებთ საბა • SABA-ზე დევს.

ამ სტატიაში ჩემი ინტერესი უფრო პატრიარქმა გამოიწვია, შთაბეჭდილება მოახდინა ძალიან პოზიტიური.

მთავარია ამ მცდელობებმა ჩვენს საზოგადოებაში შედეგები გამოიღოს და მალე მოაფხიზლოს ჩვენი ხალხი“, - წერს მანგო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?

🔵 ტემპერატურა მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

🔵 „თუ წესრიგშია საჭმლის მომნელებელი და ან ენდოკრინული სისტემები - მინიმუმ განახევრებულია ნევროზი“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე