განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„თამაზ ჩხენკელის ეს ახლახან გამოცემული წიგნი მისმა ქალიშვილმა, ნათიამ, გადმომცა ორი დღის წინ - გულწრფელი მადლობა მას ამისთვის.
გამოცემაში შესულია ავტორის წერილები ვაჟას შესახებ.
ამ ფორმატში რეცენზიას ნაკლებად კითხულობენ, ამიტომ მოკლედ ვიტყვი:
მხატვრული ტექსტის ღრმა და კონტექსტური შეცნობის, სახისმეტყველების აღქმისა და გააზრების, ასევე გემოვნებიანი გამოხატვის თვალსაზრისით, თამაზ ჩხენკელი ჩვენი მკითხველი საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს (აღარაფერს ვამბობ მის განუმეორებელ თარგმანებზე).
ის ერთი მათგანი იყო სამთაგან (რევაზ სირაძესა და რეზი თვარაძესთან ერთად), რომლებსაც ლიტერატურულ მეტრებად და ჩემს მასწავლებლებად მივიჩნევ.
ვფიქრობ, ამ წიგნში დაბეჭდილი წერილების გარეშე და მიღმა ვაჟა-ფშაველას მხატვრული სამყაროს სრულფასოვანი გააზრება შეუძლებელია.
ქართველ საზოგადოებას დღეს ძალიან აკლია თამაზ ჩხენკელის მსგავსი დიდად ერუდირებული და სხვათა მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები.
კიდევ ერთხელ გმადლობ, ნათია - ამ წიგნთან ერთად ჩემს შესანიშნავ უფროს მეგობარს შევხვდი.
მაღალი ფიქრი არასდროს კვდება“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის თებერვალში გარკვეული სირთულეები და დაბრკოლებები ელოდება
⭕„რაც მეტს გასცემ, მით მეტად გთხოვენ...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე
⭕ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაცი რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა