Digest Logo

„ამ ვიდეოზე ხუმრობდი, ძალით მოვიხვედრე თავი კადრშიო... კადრში კი არა გულში იქნები მთელი ცხოვრება ლევანჩიკ“ - მომღერალი აჩიკო გოგიტიძე ლევან კბილაშვილზე

1655842410
აჩიკო გოგიტიძე

მომღერალ ლევან კბილაშვილის გარდაცვალებას, მომღერალი აჩიკო გოგიტიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვიდეოს აქვეყნებს.

„ასე ვიყავით ძალიან ბევრჯერ ერთად!!! თბილისი, ბათუმი… ვათენებდით სიყვარულში!!! ამ ვიდეოზე სულ ხუმრობდი, ძალით მოვიხვედრე თავი კადრშიო!!! შენს კეთილ სულს, ხასიათს და სიმღერას ვენაცვალე !!!

კადრში კი არა გულში იქნები მთელი ცხოვრება ლევანჩიკ !!!“, – წერს აჩიკო გოგიტიძე.

ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი ინფორმაცია უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ლევანი მძიმე სენს ებრძოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოვიდის შემდეგ, ძვლის დაშლა განუვითარდა.

14 წლამდე დაკავებული იყო სპორტით, დაიბადა ძიუდოისტების ოჯახში , თუმცა 15 წლის ასაკში ტრავმის გამო მოუწია თავის დანებება, სკოლის დამთავრების შემდეგ კი იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თუმცა როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა მუშაობდა იურისტად და მიხვდა მალევე, რომ სიმღერის გარეშე არ შეეძლო.

2018 წელს მონაწილეობა მიიღო  რუსულ მუსიკალურ პროექტში, სადაც ქართული სიმღერები შეასრულა. ამის შემდეგ ის კონსტანტინე მელაძის ჯგუფში მოხვდა. 

 

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

🎥 რა გზა გაიარა შსს-დან დიდ სცენამდე, რატომ ალაპარაკდა ყვითელი პრესა ლუბა უსპენსკაიასთან მის ურთიერთობაზე და რას ჰყვებოდა რუსეთში ცხოვრებაზე? - 31 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის პირადი ამბები

„10 საათის გარდაცვლილი იყო, კარები შეამტვრიეს და…“ - რას წერს სოფო ბედია