როგორც ირკვევა, მეოთხე კლასის მუსიკის სახელმძღვანელოში ორ ადგილას არის შეტანილი „THE ვანოს შოუს“ ლოგო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს.
მისი თქმით, როდესაც ეს შეიტანეს სახელმძღვანელოში, ავტორებიდან დაწყებული კომისიით დამთავრებული ალბათ არავის უფიქრია, რას აკეთებდნენ.
„ - ამათ ხომ არ აჟრიალებთ!
ეს პოსტი ამ სიტყვებით მინდოდა დამეწყო, მაგრამ მაინც განათლების სამინისტროა და თავი შევიკავე.
მეოთხე კლასის მუსიკის სახელმძღვანელოში (გაკვეთილის თემა „გადაცემის ქუდი“) ორ ადგილას არის „THE ვანოს შოუს“ ლოგო.
ახლა არ ვილაპარაკებ იმაზე, თუ როგორი გადაცემაა „THE ვანოს შოუს“ და არც ამ გადაცემის მუსიკალურ ქუდზე, რადგანაც ეს სხვა თემაა.
ყურადღება მინდა გავამახვილო ჯერ ამ სახელმძღვანელოს ავტორებზე და შემდეგ (პრინციპში უფრო მეტად) იმ ხალხზე, ვინც ეს სახელმძღვანელო „შექმნა“ და ვინც შემდეგ მოიწონა.
ალბათ იმ ხალხმა არ იცის, რომ ბავშვისთვის წიგნში და განსაკუთრებით სახელმძღვანელოში ჩაწერილი ნებისმიერი რამ ავტორიტეტია და მის გონებაში როგორც სამაგალითო რამ ისე ილექება.
დავიჯერო ავტორებს სხვა ისეთი გადაცემა არ უნახავთ (თუნდაც უცხოური), რომლის სახელმძღვანელოში მითითება ბავშვების ინტელექტის განვითარებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ვიდრე „THE ვანოს შოუა“?
კარგი დავუშვათ, რომ მათ არ უნახავთ. ნუთუ განათლების სამინისტროს იმ ქვედანაყოფში, რომელიც სახელმძღვანელოების შერჩევაზე მუშაობს, ტელევიზორი არა აქვთ და საერთოდ მოწყვეტილნი არიან სამყაროს?
დავიჯერო, რომ მათთვის „THE ვანოს შოუს“ მუსიკალური ქუდი იდეალური ვარიანტია?
თუ მათ (ყველას, ავტორებიდან დაწყებული, იმ კომისიით დამთავრებული) ამაზე არ უფიქრიათ მარაზმია (ანუ რა ქნეს? მიაფურთუხეს?) და თუ იფიქრეს და მაინც ასე ასწავლიან ბავშვებს - დანაშაული (იმას რომ „THE ვანოს შოუმ“ ამაში ფული გადაიხადა, უბრალოდ არ ვიფიქრებ).
სამწუხაროდ მომიწევს და თავს უფლებას მივცემ ჩემი აზრი მქონდეს ამ ხალხის ინტელექტზე, პედაგოგიკაზე და საერთოდ ამ სისტემის საქმიანობაზე (ცხადია საშინლად უარყოფითი, რადგანაც როცა დღეს ჩემს მეგობრებს ეს ამბავი მოვუყევი, იმდენი ლაფსუსი ჩამომითვალეს, რომ მაშინვე ის სიტყვები მომივიდა თავში, რითაც ამ სტატუსის დაწყებას ვაპირებდი.
მაგალითად ასეთი ლექსიც ისწავლება - შემოდგომას რატომ ჰქვია შემოდგომა და რატომ არ ჰქვია მიდგომა).
ძალიან გთხოვთ კომენტარებში არ დაიწყოთ - იცი რა კარგი მშობლების შვილები არიან, ყველა სამეცნიერო ხარისხითაა, დოლით მეზობლებს თბილი ღიმილით გვესალმებიან დ.ა.შ.
უკაცრავად ჟარგონისთვის, მაგრამ არც ჩვენ ვართ „ფრაერები“.
მივმართავ ხელისუფლებას - დროზე მიხედეთ განათლების სიტემას. დროზე, თორემ მე ჩემს შვილებს გრიგის მუსიკას ვასმენინებ და ლადო ასათიანის ლექსებს ვუკითხავ“, - წერს გია გაბრიჩიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: