Digest Logo

„ამბობენ, ზღვას ხიდი აკლია და ცას კიბეო. არ ამატებენ - ჯერჯერობით“ - გია მურღულია

1681378933
გია მურღულია ფილოლოგი

ფილოლოგიის დოქტორი - გია მურღულია სოციალურ ქსელში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აზიარებს და საზოგადოებას მოუწოდებს იესოს წესით - „გიყვარდეს და გადარჩები“ იცხოვრონ.

🔵 „მალე დილით სამსახურში მისვლა შეუძლებელი გახდება, ასევე - საღამოს სახლში დაბრუნებაც“ - გია მურღულია

„ამბობენ, ზღვას ხიდი აკლია და ცას კიბეო.

არ ამატებენ - ჯერ-ჯერობითო, რადგან ეს ორი რამ პრინციპულად შეუძლებელია, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ არ უნდა გამოგვრჩეს:

ადამიანმა შეუძლებელი მიზნები თუ არ დაისახა, ვერასდროს მიაღწევს შესაძლებელს.

ყოველ შემთხვევაში, დიდი ფრანგი მოაზროვნე ბერნარ ფონტელენი ასე ფიქრობს.

არ შეგეშინდეთ მიუღწევლის, რადგან მან (უბრალოდ, საკუთარი არსებობით) შეიძლება ყველაზე რაციონალურის გზაზე დაგაყენოთ.

ისე, ზღვას ხიდი აკლია, ცას - კიბე, ხოლო ადამიანს - სიყვარული.

ამიტომ იესო მართალი იყო - გიყვარდეს და გადარჩები.

ახლა ის დღეებია, როდესაც ამაზე განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა ვფიქრობდეთ.

მალე ჯერ ჯვარცმას ვიგლოვებთ, შემდეგ კი აღდგომას გავიხარებთ.

ადამიანი ხომ ასეთია - ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერებას ესწრაფვის.

ბედნიერი დილა საქართველოს!“, - წერს მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ვინც მუშაობთ და სახლიდან საფეხმავალო დისტანციაზე არ არის სამსახური ცხოვრება გაქვთ საერთოდ? მეგობრებს ნახულობთ? ნერვები წესრიგში გაქვთ?“ - თამუნა თანდაშვილი

🔵 „თბილისის კედლის მხატვრობაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნამუშევარია“ - რა ფოტოს ავრცელებს გოგა ჩანადირი

🔵 როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები სწორად? - სასარგებლო რჩევები