თეატრმცოდნესა და ტელეწამყვანს ნიკოლოზ წულუკიძეს 2 წლის შვილი დაეღუპა. ცნობილია, რომ მცირეწლოვანი კორპუსის მე-10 სართულიდან გადავარდა. ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა.
სამწუხარო შემთხვევის შემდეგ ნიკოლოზ წულუკიძე სამსახურს დაუბრუნდა და დღეს მას პირველი ეთერი ჰქონდა.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე გამოეხმაურა.
„ამის უცრემლოდ ყურება შეუძლებელია. ნიკას დაბრუნებას გაუმარჯოს. გვიყვარხარ, ნიკოლოზ…“, - წერს დიანა ტრაპაიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 ნიკოლოზ წულუკიძის პირველი ემოციური ეთერი შვილის გარდაცვალების შემდეგ