ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„როცა ხარ გაღიზიანებული,
როცა გაქვს შფოთი,
როცა ხარ დეპრესიული,
როცა ხარ გაბრაზებული,
როცა ხარ უიმედოდ – შენ არ ხარ ნორმალურ მდგომარეობაში,
ქრისტიანი ასე არ უნდა იყოს.
ე.ი. შენი ცხოვრების წესი არ მოსწონს უფალს,
ამიტომ ხარ გაბრაზებული,
ამიტომ ხარ გაღიზიანებული,
ამიტომ ხარ უიმედოდ,
ამიტომ ხარ დეპრესიული,
ამიტომ ხარ ისტერიულ მდგომარეობაში,
ამიტომ გეშინია ხვალინდელი დღის,
არ გაქვს სიყვარული ადამიანების,
იმიტომ, რომ მადლი არ გაქვს (მადლი რომ გაქვს, ნიშნავს – ღმერთი შენთან არის),
ამიტომ შენი ცხოვრების წესი ხარვეზიანია,
შეცვალე,
ბევრი რაღაც უნდა შეცვალო...“, - წერს თეოდორე გიგნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: