ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანები ერთ დღეში არ ფუჭდებიან.
მისი თქმით, ყველას მოსაწონი მოსაზრებები არ არსებობს, ამიტომ არ შეიძლება ადამიანები ამის გამო აღაზევო ან ძირს დაანარცხო.
„ან როცა ადამიანებს ვაქებთ, მაშინ დავფიქრდეთ, ან როცა ვლანძღავთ - მაშინ.
ან გავიაზროთ, რომ ყველას მოსაწონი მოსაზრებები არ არსებობს ან ის გავიაზროთ, რომ ყოველთვის არ დაემთხვევა მისი აზრი შენსას.
ჰოდა, ისიც გავიაზროთ, რომ არ შეიძლება ადამიანები ამის გამო აღაზევო ან ძირს დაანარცხო.
ეს რა უკიდურესობები გვჭირს, რა უბედურებაა?
გუშინ ადამიანი მოგწონდა, ტაშს უკრავდი და დღეს თურმე ცუდი ყოფილა.
არა, ადამიანები ერთ დღეში არ ფუჭდებიან და ის თუ გუშინ კარგი იყო, დღეს ცუდი ვერ იქნება და თუ გუშინ ცუდი იყო, უფრო დიდი შანსია, დღეს კარგი იყოს, რადგან, უფრო სწორად, ცუდი კი არ იყო გუშინ, გარემოებამ განსაზღვრა მისი ცუდი ქცევა, თორემ სინამდვილეში მისი ბუნებაა სიკარგე.
ეს უკიდურესობები არის საშინელება, პირდაპირ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, მთავარ საკითხებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ანგრევს ერის ენერგიასა და მისწრაფებებს, უიმედობისკენ განაწყობს საზოგადოებას, აპირისპირებს ხალხს, ნორმად ამკვიდრებს ძალადობასა და სიძულვილს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგჯერ ამას ვიღაცები განგებ აკეთებენ და მთავარი საფრთხეებიც მანდ უნდა ვეძებოთ“, - წერს გოგა ჩანადირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი პირველ შვილს ელოდებიან
🎥 „ღამის სიჩუმე გაფანტე“ - გიორგი მამარდაშვილი ამღერდა, კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან