Digest Logo

ანასტასია ბენდუქიძეს შვილი შეეძინა - ტელეწამყვანი ახალშობილის ფოტოს გვიზიარებს

1728666813
ანასტასია ბენდუქიძე

ტელეწამყვანი ანასტასია ბენდუქიძე მეორე შვილის დედა გახდა. ინფორმაცია მან ახლახან სოციალურ ქსელში გაავრცელა და საზოგადოებას ახალდაბადებულის ფოტო გაუზიარა.

წყვილმა ჩვილს ლიანა დაარქვა. როგორც ანასტასიას პოსტიდან ვიგებთ, სახელი ქმრის ბებიის პატივსაცემად დაარქვა.

„გამარჯობა, მსოფლიო, გაიცანით ლიანა მხეიძე! დაიბადა 3600 გ, 51- სმ  და მამამისის მსგავსად ქერა თმით. ბავშვი თავს ფანტასტიკურად გრძნობს. 

მთელი ორსულობის განმავლობაში ვიცოდი, რომ მინდოდა მისთვის ჩემი ქმრის ბებიის სახელი დამერქმია.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი საოცარი ქმარი რომ არ ყოფილიყო, გულწრფელად არ ვფიქრობ, რომ შევძლებდი ამ დიდი გოგონას გაჩენას“, - წერს ანასტასია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Anastasia Bendukidze (@bendukidze)

 

 

აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა. იგი ამჟამად საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს.