
ზუგდიდი მეცხრე კლასელ მოსწავლეს, მათე გაბედავას გლოვობს. გარდაცვლილი სოფელ კორცხელის საჯარო სკოლაში სწავლობდა.
სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ადმინისტრაცია დიდი გულისტკივილით გამოთქვამენ ღრმა მწუხარებას სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლის მათე გაბედავას გარდაცვალების გამო.
ანგელოზთა დასს შეერთდა სიცოცხლით სავსე კეთილი, თბილი, გულღია და ღიმილიანი ბიჭი, მას ოცნებებით სავსე თვალები ჰქონდა.
ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განიცდის. ვუსამძიმრებთ მშობლებს და ახლობლებს.ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად და ვიზიარებთ თქვენს ტკივილს.
მათეს ხსოვნა მუდამ იქნება თითოეული ჩვენგანის გულში და ჩვენი სკოლის ისტორიაში.
„შენ ამ ქვეყნიდან წახვედი, მაგრამ სიყვარულით დარჩი ჩვენთან...“
ნათელში იყოს შენი სული ანგელოზო!“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი კეკელიძე ახალშობილი შვილის მორიგ ფოტოებს აქვეყნებს
⭕რომელ ზოდიაქოს ნიშანთან უნდა იმეგობროთ 20 ივნისამდე - მიხეილ ცაგარელის მიმოხილვა