
„სელენა - ოჯახის მფარველი ანგელოზი იმყოფება კირჩხიბის ზოდიაქოში, ანუ პერიოდი ხელს უწყობს სიწმინდეების დაცვას, ეროვნულ, პატრიოტულ სულისკვეთებას აძლიერებს.
მთვარე გადის მერწყულს, რაც ხელს უწყობს ემოციურ სტაბილურობას და განწყობას.
ვენერა ვერძშია, ამიტომ ძალიან ვნებიანი სასიყვარულო პერიოდია, თუმცა კამათისადმი მიდრეკილებით“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა.
გარდა ამისა, მიხეილ ცაგარელმა დაასახელა ზოდიაქოს ის ნიშნები, ვისთანაც 20 ივნისამდე უნდა იმეგობროთ:
„ურთიერთობა ყველაზე კარგია ვერძისთვის - მშვილდოსანთან - ლომებთან - ტყუპებთან - სასწორებთან - მერწყულებთან.
თევზებო - თქვენ გინდათ სტაბილური ადამიანი გვერდით, ერთგული, საუკეთესო ვარიანტია კურო, თხის რქა, კირჩხიბი და მორიელი.
ოჯახური ღირებულებები პირველ რიგში მნიშვნელოვანია კირჩხიბისთვის, მერე მოდის კურო და თხის რქა.
მერწყულისთვის ოჯახი არის სასტუმრო, მთელი დღე დარბის და საღამოს მივა სახლში, დაიძინებს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ: