მომღერალი სოფო ნიჟარაძე დიდხნიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა. მან „მთავარი არხის“ საახალწლო კონცერტზე ლეგენდარული Ancora შეასრულა.
ნიჟარაძის შესრულებას საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას 2005 წელს, რუსეთის სახელით „იურმალაზე“ გამოსვლა შეახსენეს.
მათ შორისაა, ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, რომელიც წერს, „რომ არ ყოფილიყო ანმასკვა, არ იქნებოდა ანკორა!“.
„Софи - Россия!
ანკორამდე იყო ანმასკვა!
რომ არ ყოფილიყო ანმასკვა, არ იქნებოდა ანკორა!“ ,- წერს მძინარაშვილი.
მძინარაშვილის ამ პოსტს კომენტარებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„რავარი გადაკეთებულია ვიზუალურადაც და მენტალურადაც .. უგრძნია მის ორგანიზმს მიშიკოს ყოვლისშემძლე ხელი“
„სოფია კი არა გალია ტანიას ნაჯვარია“
„ბოლო ადგილზე გავიდა მაშინ“
„მიშოს უმღერის ! ((( საწყალი ჩვენი პრეზიდენტი. რა ოჯახი დაუნგრია ვოვამ?!“,- წერენ კომენტარებში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ზუკა ხუციშვილის მამის უკანასკნელ სიმღერას ასრულებს
🔵 როგორ ულოცავს ხვიჩა კვარაცხელია ილია მეორეს დაბადების დღეს - ფოტო