2022 წლის 20 ოქტომბრიდან მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო დროებით აჩერებს სტაციონარული პაციენტების მიღებას. მიზეზი რეგულირების სააგენტოს დასკვნა და პარალელურად კლინიკის გადაწყვეტილებაა. რეგულირების სააგენტომ დაასკვნა, რომ კლინიკაში დარღვეული იყო ინფექციის კონტროლის მექანიზმები. კლინიკამ პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთი გზად ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება მიიჩნია.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა.
„აქაც ვირთხები იპოვეს... ეს რა უბედურებაა.
რეგულირების სააგენტომ დაასკვნა, რომ კლინიკაში დარღვეული იყო ინფექციის კონტროლის მექანიზმები. გლეხურ ენაზე ვირთხები, ქვეწარმავლები და ბაქტერიების/ვირუსების ბუდე არისო.
მიიღო რეგულირების სააგენტომ ის გადაწყვეტილება, რაზედაც ფხაკაძე მიუთითებდა (არა მარტო იაშვილში)?! - მიიღო!
არის ფხაკაძე ჩრდილოვანი ჯანდაცვის მინისტრი?! - არის! (ეს ჩემი მეგობრის მოსაზრებაა და არა ჩემი).
ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ სთხოვეს ხელი პირდაპირ ეთერში „პოსტ ალიონის“ ჟურნალისტს - ემოციური კადრები