ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და წერს, რომ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანამ მოქალაქეებს კრიზისული სიტუაციების დროს მთავარი ინსტრუქციები მისცა.
ამ პროცესს პოლიტიკოსები, ექსპერტები, ბლოგერები სხვადასხვა მოვლენასთან აკავშირებენ, ზოგიერთი მათგანი მოსალოდნელ სტიქიურ უბედურებაზე, ომზე, ეკონომიკურ კრიზისსა და საკვების დეფიციტზე საუბრობს.
ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვნენ ემოციებს, თუმცა მოახლოებულ დაძაბულობისთვის ფიზიკურად და სულიერად უნდა მოემზადონ:
„მსოფლიოს 33-მა ქვეყანამ მოქალაქეებს მისცა ინსტრუქციები, თუ როგორ მოიქცნენ კრიზისულ სიტუაციებში:
ძალიან ბევრმა მომწერა ამის შესახებ და გეტყვით, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, ექსპერტი და ბლოგერი ამას სტიქიურ შტორმთან აკავშირებს, ზოგი მოახლოებულ ომთან, ხოლო ზოგიც მოსალოდნელ ეკონომიკურ კოლაფსთან.
ძირითადი მარაგია 3 დღიდან 2 კვირის ჩათვლით, რათა დამოუკიდებლად შეძლოს მოსახლეობამ საკუთარი თავის რჩენა და გამოკვება.
განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას აქვთ ოფიციალური პორტალები, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ კრიზისების დროს (ომი, ენერგოკრიზისი, პანდემია, მასშტაბური სტიქია) შეძლონ რამდენიმე დღით სახელმწიფო დახმარების გარეშე არსებობა.
ამ თემაზე პირად შეტყობინებებში მაქვს ბევრი გაუხსნელი „მესიჯიც” და რა შეიძლება რომ ითქვას? დაველოდოთ მოვლენებს, მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს, თუმცა აუცილებელია მოახლოებულ დაძაბულობებთან ერთად ფიზიკური და სულიერი მზაობა!
ბევრი ხვდება უკვე, რომ მსოფლიო შესულია და კიდევ უფრო ღრმად შედის გარდამტეხ წლებში, ამიტომ იქნება კვლავ ომები (განსაკუთრებით ირან-ისრაელის კონფლიქტის ეგზალტაცია + რუსეთ-ევროპის დაპირისპირება და სხვა).
როდის იქნება ეს სრული პიკი? 2030 წელს? მე ჩემს გამოსვლებში არასდროს ვასახელებ ზუსტ რიცხვებს, რადგან იმ დიდ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ ღრმა ძილშია, ჰგონიათ, რომ ყოველივე მარტივად დასრულდება, არადა ეს ასე არ არის, ამიტომ შეიძლება იყოს იერიშები 2030-ში ან 2035-ში ან იქნებ ხვალვე …
პროცესი უკვე ჩართულია და ისღა დაგვრჩენია მივადევნოთ თვალ-ყური მოვლენებს.
რა შეიძლება რომ გააკეთოთ? წინ და უკან სიარული, გართობა, სწავლა და დასვენება ძალიან კარგია, თუმცა, ეცადეთ, რომ თანხები და რესურსი სწორი ტრაექტორიით დააბანდოთ.
დღეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა თუ ისწავლის ადამიანი კარვის გაშლას, ცურვას, მანქანის, მოტოციკლის ტარებას, იარაღის გამოყენებას, სოფლის მეურნეობას, რთულ ვითარებაში გაძლების ხელოვნებას, იყიდეთ გამოსადეგი საყოფაცხოვრებო ნივთები.
ეს ყველაფერი დღეს და ხვალ თუ არა დრო ისეთი მოდის აუცილებლად დაგჭირდებათ და ფაქტობრივად, რასაც ახლა გეუბნებით, ზუსტად იმავეს ამბობენ ეს სახელმწიფოებიც. უბრალოდ ინსტრუქციას კარგად წაკითხვა და კონტექსტის გაგება უნდა.
მეტს ვერაფერს გეტყვით. დაელოდეთ მოვლენებს, მეც შესაბამისად მოგაწვდით ინფორმაციებს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია