
მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე 9 სექტემბერს იუბილარი იყო - მსახიობი 40 წლის გახდა. დღეს კი მის მეუღლეს მამუკა არველაძეს აქვს დაბადების დღე.
იუბილარ მეუღლეს მსახიობმა სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტოებით მიულოცა და ემოციური სიტყვები მიუძღვნა:
„მამუკა, გილოცავ დაბადების დღეს!
არ არსებობს სიტყვები და ემოცია, რომლითაც ავხსნი ამ სიგიჟე სიყვარულს.
ცხოვრებამ უამრავი ბედნიერი და რთული დღეები გამოგვატარა და ამ ყველაფრის გამკლავება უდიდესი სიყვარულით, პატივისცემით და ერთობით შევძელით!!
ღირსეული, უშეცდომო, უდიდესი სიკეთით სავსე ადამიანი ხარ!!
უამრავი ბედნიერი და ბრჭყვიალა დღეები გვქონოდეს ჩვენს მართუშკასთან ერთად.
მიყვარხარ სიგიჟემდე!“, - წერს სალომე შარვაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მწარე სიმართლე, რომელსაც ჩვენ ხშირად ძალიან გვიან ვაცნობიერებთ...“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი