Digest Logo

„არ დაბადებულხართ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება სხვების აზრზე იყოთ პასუხისმგებელი, გადით გარეთ, შეეხეთ რეალობას“ - ფსიქოლოგის რჩევები

1780142981
სიმშვიდე სიმშვიდე

უმეტესი ადამიანის გონება ყველგანაა, გარდა აწმყო და ამჟამად ეპიზოდისა. ერთ წამს, მომავალზე ნერვიულობენ.
მომდევნო წამს, წარსულზე ბრაზობენ. მერე ხსნიან სოციალურ ქსელებს და ისრუტავენ ათასობით აზრს, შიშს, ჭორს, ყალბ ცხოვრების სტილს, ცუდ ამბებს, დრამას და ნეგატივს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც არც კი იცნობენ.

და ნელ-ნელა. ისინი წყვეტენ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას. სამყარო ყოველთვის ხმაურიანი იქნება.
ახალ ამბებში ყოველთვის იპოვით რაღაცას, რაც შეგაშინებთ. სოციალური მედია ყოველთვის შეეცდება დაგარწმუნოთ, რომ სხვებს ჩამორჩებით, რაღაცას ტოვებთ, არ ხართ საკმარისად კარგი, საკმარისად მდიდარი ან საკმარისად წარმატებული, მაგრამ ნამდვილი ცხოვრება ეკრანს მიღმა ხდება.

ესაა გვიანი ღამის საუბრები საყვარელ ადამიანებთან. მზის ჩასვლები, რომლებიც კინაღამ გამოტოვეთ იმიტომ, რომ ტელეფონში სქროლავდით. ვარჯიში, რომელიც თავს ცოცხლად გაგრძნობინებთ. გულწრფელი, უეცარი სიცილი.
მოგზაურობები.

მუსიკა თქვენს ყურსასმენებში, როცა მარტო სეირნობთ. ის სიმშვიდე, როცა იღვიძებ და აცნობიერებ, რომ ინტერნეტში უცხო ადამიანებისთვის საკუთარი თავის დამტკიცება არ გჭირდება.

თქვენ არ დაბადებულხართ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება, სხვების აზრზე იყოთ პასუხისმგებელი. გადით გარეთ.
შეეხეთ რეალობას, ისუნთქეთ სუფთა ჰაერით. შექმენით მოგონებები და არა კონტენტი.

შეწყვიტეთ ყოველი ჭორის, ყოველი სათაურის და ყოველი კომენტარის მძაფრად აღქმა. მათი უმეტესობა რამდენიმე წელიწადში საერთოდ აღარ იქნება მნიშვნელოვანი.

ზოგიერთი მათგანი ხვალაც კი აღარ იარსებებს. დაიცავით თქვენი სიმშვიდე. დაიცავით თქვენი გონება.
იცხოვრეთ ამ კონკრეტულ წამში …

რადგან ერთ დღესაც მიხვდებით, რომ ცხოვრება ტელეფონის ეკრანზე არასდროს გელოდებოდა...
ის მთელი ამ ხნის განმავლობაში პირდაპირ თქვენს თვალწინ ხდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვინ ამიხსნის, რატომ...?“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

„ყველაფერი ზღაპარივით იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანებმა შეგვაყვარეს ეს მხარე“ - თიკა ჯამბურია სვანეთშია

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 30 მაისის ასტროლოგიურ ენერგიებზე