Digest Logo

„არ ვიცი ამაზე ლამაზად როგორ შეიძლება დასრულდეს და დაიწყოს ახალი წელი“ - რას წერს ბარბარა სამხარაძე

1766468156
ბარბარა სამხარაძე

25 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.

ახალგაზრდა მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ საკუთარ სტუდიაში პირველი საახალწლო კონცერტი ჩაატარა, რითაც ძალიან ბედნიერია:

„ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით ❤️🥰

ჩემს სტუდიაში პირველი საახალწლო კონცერტი ჩავატარეთ 🎄✨

კონცერტი თავიდან ბოლომდე გულწრფელი ნამღერევით იყო სავსე, რამაც ჩემში და არამარტო ჩემში ემოციების ტალღა გამოიწვია 🥰✨ არ ვიცი ამაზე ლამაზად როგორ შეიძლება დასრულდეს წელი და ახალი დაიწყოს 🥰❤️“, - წერს ბარბარა სამხარაძე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Barbara Samkharadze (@barbarasamkharadze)

ასევე დაგაინტერესებთ:

23 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

დალი ჩიტალაძის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს - დიზაინერი ნაძვის ხესთან პოზირებს

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 დეკემბერს საქართველოში