
ისრაელის მიერ 13-14 ივნისის ღამეს ირანის ბირთვულ ობიექტებს დარტყმის შედეგად რადიაციამ გაჟონა და ეს შაბათს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, ეს ინფორმაცია ეყრდნობა ირანის ხელისუფლების მიერ სააგენტოსათვის მიწოდებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით რადიაციის დონე გაზრდილია მხოლოდ ამ ბირთვულ ობიექტების ტერიტორიაზე. ისრაელის პრემიერმა კი განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამების გულს დაარტყეს, რომლის შედეგად განადგურდა ირანის ბალისტიკური რაკეტების არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი და ურანის გამამდიდრებელი ყველაზე დიდი ობიექტი ქალაქ ნათანზში.
რა უნდა გავაკეთოთ და არის თუ არა საშიში ზემოთ აღნიშნული მოვლენა - ამ თემაზე ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში საუბრობს:
„პირადში ხშირად დასმული შეკითხვებიდან:
1 - რა გავაკეთოთ ირანში ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამო?
2 - დავლიოთ თუ არა იოდი?
მოკლე პასუხები:
1 - არაფერი არ უნდა გავაკეთოთ.
2 - არა, არ უნდა დავლიოთ იოდი.
ეს ბირთვული ობიექტები არ არის რეაქტორები, როგორიც იყო ჩერნობილი, უმეტესობა არის ურანის გამამდიდრებელი ობიექტები და არა რეაქტორი.
რადიოაქტიური იოდი კი წარმოიქმნება ოპერირებულ რეაქტორში.
ეს არის სულ რაც უნდა ვიცოდეთ, არანაირი საფრთხე ჩვენთვის არ არსებობს ახლა და დიდი ალბათობით არც იარსებებს მომავალში.
რამე თუ იქნება და აღმოჩნდება რომ ჩვენთვის საფრთხეა, იქნება ოფიციალურ დონეზე გაცხადებული, ასე რომ ჯობია მშვიდად ვიყოთ და არ ავყვეთ უაზრო პანიკას.
დაახლოებით იგივე ამბავია, სულ ახლახან რომ იყო ასევე უაზრო პანიკები უკრაინაზე, იოდს რომ ყიდულობდა ყველა და შავ ზღვაზე, ერთი თვე რომ იმაზე ვმსჯელობდით ბანაობა შეიძლება თუ არა და ზღვის სეზონი რომ მოვიდა, ყველას რომ დაავიწყდა.
ასე რომ გაუფრთხილდით ნერვებს და თუ მაინცდამაინც დაინტერესდებით ამ საკითხით, წაიკითხეთ მხოლოდ ოფიციალური სააგენტოების ინფორმაციები.
ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს არჩილ მარშანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილი ამჯერად პორტოფინოში მოგზაურობს - მოდელი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „საოცრად ლამაზი გოგოა“ - ია დუდაშვილი სიდონიას ახალ კადრებს გვიზიარებს