Digest Logo

„არასდროს მოირგო სხვისი მოცემული, სხვა ზომის სამოსი! არ შეგაშინოს საკუთარი თავის ინდივიდუალურობამ“ - ლევან შელეგია

1784264992
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:

„⚪️ნუ გეშინია საკუთარი თავის!

🟡არ შეგაშინოს საკუთარი აზრის ორიგინალურობამ!

🔵არ შეგაშინოს საკუთარი ოცნების მასშტაბმა!

🟠არ შეგაშინოს საკუთარი გემოვნების ეგზოტიკურობამ!

🟢არ შეგაშინოს საკუთარი თავის ინდივიდუალურობამ!

©️შენ ინდივიდად დაიბადე, სახელით, გვარით, წონით, სიმაღლით, თმის, კანის და თვალების ფერით, პულსით, სისხლის ჯგუფით, წნევით და სხვა მრავალი მაჩვენებლით, რომელთა ასეთი კომბინაციაში მარტო შენ გახასიათებს, სხვას არავის!

ბევრ რამეში თავს მოიაზრებ საზოგადოების, ოჯახის ნაწილად, მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ იქნება რაღაცები, რაც მარტო შენ მოგეწონება ოჯახში, სკოლაში, სამსახურში, ყველგან. ჰოდა აქაც არ შეგეშინდეს და არ დაკარგო კონტაქტი შენს გულისცემასთან!

არასდროს არ მოირგო სხვისი მოცემული, სხვა ზომის სამოსი! გააგრძელე საკუთარის ძიება და პოვნა. გპირდები, თუ გულით მოძებნი, იპოვი! მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ასაკში.

მე რომ პირად და პროფესიულ საკითხებში სხვებისთვის დამეჯერა, ერთი უბედური, ნაადრევად ოჯახშექმნილი და დანგრეული ვიღაც ვიქნებოდი.

პროფესიით იურისტი ან დიპლომატი და ამ ყველაფრის ასატანად ალკოჰოლზე ან სხვა რამეზე დამოკიდებული, ღრმად დეპრესიული, სუიციდალური, მაგრამ არა!!! არ შევუშინდი საკუთარ მე-ს, ვიცურავე წლები დინების და თითქმის ყველას საწინააღმდეგოდ.

ხშირად დამიკარგავს ფოკუსიც, დისციპლინაც, რწმენაც, თავიც, მაგრამ დღეს გულწრფელად და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ნაღდად ის ვარ, ვინც ვარ!

☀️ნაღდად ის მიყვარს, ვინც მიყვარს!

☀️ნაღდად იმას ვაკეთებ, რასაც მინდა!

☀️ნაღდად იქ ვცხოვრობ, სადაც მინდა!

☀️ნაღდად ისე ვცხოვრობ, როგორც მინდა!

☀️ნაღდად იმას ვამბობ, რისი თქმაც მინდა!

☀️ნაღდად იმათთან ვახლობლობ, ვისთანაც მინდა! არ მაქვს აგრესია, რადგან არ ვარ ქრონიკულად იმედგაცრუებული, გზააბნეული, დაბოღმილი, თავდაკარგული, ინდოქტრინებული.

ჰოდა მე რაც შევძელი, შენ რატომ ვერ უნდა შეძლო? მეც ურთულესი გზა გავიარე აქ მოსასვლელად, შემოკლებების და შეღავათების გარეშე, მითუმეტეს მარტომ უცხო ქვეყნაში. იყო შიმშილი, მარტოობა, ქირის გადაუხდელობის გამო ბინის დაკარგვა, 2 თვე ხან სად, ხან სად ღამის გათენება, უძილობა, დეპრესია, პანიკური შეტევები… მაგრამ ღირდა იმად, რომ დღეს სარკეში ყოველი ჩახედვისას ვცნობ საკუთარ თავს და საკუთარი თავიც მცნობს.

ამ ცხოვრებაში ბევრი რამ არის ცვალებადი, ორმნიშვნელოვანი, სავარაუდო. აი საკუთარი მე-ს პოვნა, ძიება, ერთგულება ნამდვილად უკომპრომისო რამაა, დამიჯერე. აბა, შენ იცი! არ დაგეზაროს, არ შეგაშინონ! ნებისმიერ ასაკში გაემართე საკუთარი თავის მიმართულებით, იქ კი ნაღდი თავისუფლება და ყველაზე ახლო ადამიანი დახვდება“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შვილები ისე გავაჩინე, რომ მათი საჭიროებებისთვის ერთი ლარიც არ დაუხარჯავს...“ - მედეა ადამია ქმართან დაშორების მიზეზზე საუბრობს

როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ივლისს საქართველოში