Digest Logo

„არასოდეს არ ვწუწუნებ, არავის არ ვღალატობ, სამშობლო ერთია, თავს კონტროლს ვუწევ. არ ვიცი რა არის „ხვალ“ - ყველაფერი მინდა „გუშინ“ - ლალი მოროშკინა

1677584270
ლალი მოროშკინა

„არ ვცდილობ ყველასთვის მოსაწონი ვიყო. მშობელს ვაჩუქებდი საკუთარ წლებს...  მიყვარს გაცნობიერებული რისკი, არ მივტირი წარსულს, ვცდილობ ერთ წყალში ორჯერ არ შევიდე“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა წერს და საკუთარ თავს ვრცლად ახასიათებს.

🎥 „იმ ქვეყანას დავაფურთხე თავზე, ამას რომ საზოგადოებისთვის „მორალის კითხვის“ უფლებას აძლევს“ - სოცქსელში ლალი მოროშკინას ვიდეო ვრცელდება

„ზამთრის ბოლო დღე.

ჩემი 30 ჭიკარტი...  არასოდეს არ ვწუწუნებ, არავის არ ვღალატობ, სამშობლო ერთია, თავს კონტროლს ვუწევ(ან არ ვუწევ).

შვილი პატარა ღმერთია, მიყვარს აზრით მანიპულირება. შემიძლია რადიკალური ცვლილება, არ ვკარგავ დროს იმაზე ,რაც ვიცი რომ არ გამომივა.

არ ვცდილობ ყველასთვის მოსაწონი ვიყო. მშობელს ვაჩუქებდი საკუთარ წლებს...  მიყვარს გაცნობიერებული რისკი, არ მივტირი წარსულს, ვცდილობ ერთ წყალში ორჯერ არ შევიდე.

არ მშურს ჩემზე წარმატებულების, პატივს ვცემ საკუთარ მარცხს, რომელიც წარმატების საწინდარია. არ ვნერვიულობ იმაზე, რის გამოსწორებაც არ შეიძლება.

არ ვუყურებ ტელევიზორს (საკუთარ თავსაც), არ ვიცნობ "ახალ აღმოჩენებს"(ძველიც მყოფნის), არ მეშინია მარტოობის.

არ ვთვლი, რომ ვინმე ჩემთან ვალშია. არ ვიცი რა არის „ხვალ“ - ყველაფერი მინდა „გუშინ“.  არასოდეს მივმართავ პლასტიკურ ქირურგს გასაახალგაზრდავებლად.

მიყვარს ჩემი ასაკი, მუსიკას ვგრძნობ აღქმით, მტერი რომ არ მყავდეს,მოვიწყენ და ჩავქრები. ვმუშაობ 18 საათი, მძინავს 5.

ურთიერთობა არის - ერთი ნაბიჯი უკან სამშობლო გულშია. სიყვარული - ქაოსია, თუ დაალაგე სიყვარული აღარაა.
ვენდეტამდე ამბავს გვარიანად ვაგრილებ..

ვმეგობრობ სიკვდილთან, ამიტომაც არ მეშინია...“, - წერს ლალი მოროშკინა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „ყველა მოსმენაზე ვტირი“ - დუეტი, რომელმაც სოცქსელი დაიპყრო

🔵„გელკას ტიტველა ქალები დატანტალებენ ყველა მოსახვევში. სამოთხეში ვარ ჩემი კაი“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

🔵„ყველა ერთად ვიყოთ - მეთქი, ვყვიროდი და ხელჩაკიდებულები კარის ქვეშ დავდექით... ერთი ბავშვი ფანჯრიდან ხტებოდა“ - ხატია ჭყონია თურქეთის მიწისძვრას იხსენებს