საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა, სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ანრი ჯოხაძის კონცერტი, რომელიც ავსტრიაში უნდა გაიმართოს, ჩაიშალა.
ინფორმაციის სიცრუეს ადასტურებს თავად კონცერტის ორგანიზატორი, რომელიც წერს, რომ შეიცვალა კონცერტის ჩატარების დრო და საინფორმაციო გვერდებს მასთან დასაზუსტებლად არც კი დაურეკავთ.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ ტყუილების ტირაჟირებით ვიღაც ქულებს იწერს:
„ტყუილია!
არავის ჩაუშლია კონცერტი, გადაამოწმეთ მაინც! ტყუილებს ტირაჟირებთ!
ვიღაც ავრცელებს და ქულას იწერს ტყუილების გამავრცელებლებთან! ვითომ ჩაშალეს!“, - წერს გიორგი გასვიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ბუბა ჭოღოშვილი ნანკა გვარიშვილთან დაშორების შემდეგ კვლავ შეყვარებულია - ვინ არის მსახიობის რჩეული?
⭕„სუნის შეგრძნების დაკარგვა გაქვთ? ნუ უგულებელყოფთ ამ ჩუმ ნიშანს...“ - რას წერს არუნ ხათრი