Digest Logo

„არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვეულებრივზე მეტს აღიქვამენ, არამედ ყველასგან განსხვავებული რაკურსით ხედავენ...“ - გია მურღულია საინტერესო პოსტს აქვეყნებს

1738071650
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:  

„მთავარი მარტო ის კი არ არის, რაც წაიკითხე, მართებულად აღიქვა და გაიგო, არამედ ისიც - მასში გადმოცემული აზრი, ამბავი თუ ტენდენცია როგორ არის გამოხატული და მეტიც - კიდევ როგორ შეიძლება ახლებურად გავიაზროთ და გამოვთქვათ.

ინტერპრეტაცია არანაკლები კულტურაა, ვიდრე გააზრება. ავტორის ნაწერი ყველასთვის ერთნაირია - აი, მასში რას ხედავ და როგორ გამოხატავ, ეს მხოლოდ შენს ნიჭიერებაზე, გონიერებასა და განათლებაზეა დამოკიდებული.
არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვეულებრივზე მეტს აღიქვამენ, არამედ ყველასგან განსხვავებული რაკურსით (მეტიც - რაკურსებით) ხედავენ.

ტექსტი მთლიანად მის შემოქმედშიც კი ვერ „ეტევა“ - ის გაცილებით მეტ განზომილებას მოიცავს.
თვალებზე მეტს გონება ხედავს, გონებაზე მეტს - გული, გულზე მეტს კი - სული.
ოთხივე ერთად ნიჭიერებაა.

ამიტომ არის, რომ ზოგიერთმა (ისინი ძალიან ცოტანი არიან) სანამ ასწავლი, მანამდე იცის.
ნამდვილი პედაგოგიკა კაცობრიობის ბედნიერებაა. მეცნიერებათაგან ყველაზე მეტად ის გრძნობს ღმერთის სიახლოვეს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანის განათლებისა და აღზრდისას ის არ იმალება“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕BBC სტატიას უძღვნის ადამიანებს, რომლებსაც თავის წონაზე ბევრად დიდი ტვირთის აწევა შეუძლიათ და ერთ-ერთ მაგალითად ლაშა ტალახაძე მოჰყავს

🎥 „დიდებული ქალბატონები“ - ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ანრი ჯოხაძის კონცერტზე ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე

🎥 თუ მოსწავლე მორცხვია - როგორ უშლის ხელს მორცხვობა მოსწავლეს ცოდნის და უნარების გამოვლენაში?