Digest Logo

არნახული გემო - ლობიანის გამორჩეული რეცეპტი ბარბარობისთვის

1671172200
ლობიანის ღვეზელი

ლობიანი ბარბარობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. ტრადიციულად ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში ამ დღეს ლობიანს აცხობენ. 

„დაიჯესტი“ გთავაზობთ ლობიანის რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ბარბარობას ლობიანები უნდა დააცხოთ:

ინგრედიენტები ცომისთვის:

ფქვილი 1კგ

საფუარი 1ს/კ

შაქარი 1ს/კ

ზეთი 2ს/კ

მარილი ½ ჩ/კ

ფქვილს დავუმატოთ შაქარი, ზეთი, საფუარი, მარილი (მარილი საფუარს არ მოახვედროთ), მოვზილოთ თბილ წყალში, ცომი პირველად რომ ამოვა ჩავზილოთ და კიდევ რომ ამოვა მერე გამოვაცხოთ ლობიანები.

გულსართი:

ლობიო 1კგ

რაჭული ლორის ქონი 100გრ

მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი

გულსართის მომზადება:

ვხარშავთ ლობიოს(ხარშვისას რამდენჯერმე ვუცვლით წყალს), კარგად რომ მოიხარშება წვენი გადავწუროთ, შევაზავებთ ღორის ქონით და მარილით, თუ მასას ცხიმი კარგად აქვს ლობიო არ გადმოიყრება. თუ მარხვაზე ხართ შეაზავეთ მცენარეული ცხიმით.

ლობიოს გუნდა და ცომის გუნდა ტოლები უნდა იყოს. ჩავდებთ ლობიოს ცომში, გავაბრტყელებთ და ვაცხობთ, გამომცხვარ ლობიოსაც ღორის ქონს ვუსვამთ ზემოდან (ან მცენარეულ ცხიმს მარხვის შემთხვევაში).

არსებობს ლობიანის კიდევ ბევრი ვარიაცია, ე.წ ქალაქური ვარიანტები, ამ დროს ლობიანს გულში შეგიძლიათ დაამატოთ მოშუშული ხახვი და ნიორი, სუნელები, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენოვანი ცომი ფენოვანი ლობიანებისთვის, თუმცა გახსოვდეთ რომ ფენოვანი ცომი გაცილებით კალორიულია საფუარიან ცომთან შედარებით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში

🔵რას უნდა ველოდოთ ცისფერი ვეფხვისგან - ასტროლოგი იმ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ვისთვისაც 2022 წელი განსაკუთრებით კარგი იქნება

🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება

🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი

🔵რა სერიოზული ცვლილებების წინაშე აღმოვჩნდებით დეკემბრის თვეში და რატომ იქნებ ის საკმაოდ რთულად გასავლელი პერიოდი