Digest Logo

არქიტექტორი კახა კალაძეზე: მერი, რომელიც თავისი ქალაქის ყოველდღიურ სუნთქვას გრძნობს და პატივს სცემს თბილისელთა ღირსებას იშვიათობაა - ჩვენ ეს იშვიათობა გვაქვს და მისი შენარჩუნება გვმართებს

1753942687
კახა კალაძე

„არასდროს ყოფილა ასე აშკარა, თუ რას ნიშნავს ქალაქისთვის მერი, რომელსაც არა მხოლოდ კომპეტენცია აქვს, არამედ პასუხისმგებლობა, შორსმჭვრეტელობა და ყოველდღიური სამსახურის განცდა“,- ასე აფასებს აფხაზეთის დამსახურებული არქიტექტორი ლამარა ანდრონიკაშვილი თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საქმიანობას.

მისივე თქმით, დღეს დედაქალაქს სჭირდება განვითარების გაგრძელება და არა ექსპერიმენტი.

90 წლის მხცოვანი არქიტექტორის შეფასებას მისი შვილი, ნინო ანდრონიკაშვილი აქვეყნებს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“.

„დღევანდელ მერს არ დასჭირვებია ხმამაღალი დაპირებები - მან იმუშავა. იმუშავა გამჭვირვალედ, მოწესრიგებულად და შედეგიანად. 

✅  ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდა, მაგრამ არ დააზიანა ისტორიული სული; 

✅  საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც დღითი დღე უმჯობესდება; 

✅  მწვანე სივრცეები, რომლებიც არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გაამრავლა; 

✅  სოციალური პროგრამები, რომელიც ადამიანზეა მორგებული და არა კამერაზე.

მერი, რომელიც თავისი ქალაქის ყოველდღიურ სუნთქვას გრძნობს და პატივს სცემს თბილისელთა ღირსებას, გემოვნებას და აზრს - ეს პოლიტიკაში იშვიათობაა, მაგრამ ჩვენ ეს იშვიათობა გვაქვს და მისი შენარჩუნება გვმართებს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ქვეყნის დედაქალაქს სჭირდება გაგრძელება, არა ექსპერიმენტი. სტაბილურობა, არა რისკი. გამოცდილება, არა უცნაური იდეები. ამიტომაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: მე ვუჭერ მხარს მოქმედ მერს და გულწრფელად მოვუწოდებ თბილისელებს, დავაფასოთ პროფესიონალიზმი, სინდისიერება და ხარისხი. თბილისი იმსახურებს მკაფიო კურსს, ნათელ მომავალს და გამოცდილ მერს,“ - წერს ლამარა ანდრონიკაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სინოპტიკოსები რამდენიმე ქალაქში დღეს წვიმას პროგნოზირებენ - ნახეთ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ „სავარაუდოა საინტერესო წინადადებების მიღება ან ძველი კავშირის აღდგენა“ - 31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი