მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სულ პატარა ასაკში მოიპოვა პოპულარობა. მის სიმღერას „ჩემი ქალაქი" დღემდე არაერთი მსმენელი ჰყავს. მან სიმღერა „ქუჩის ბიჭებთან" ერთად ჩაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მომღერალი თითქმის აღარ ჩნდება ტელევიზიაში, ის აქტიურია სოციალურ ქსელებში და საკუთარი ცხოვრების შესახებ სიახლეებს სწორედ ამ გზით უზიარებს გულშემატკივრებს.
ამჯერად მან გამომწერების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ქმართან დაშორებას უკავშირდება:
„მთავარი ერთი რამ არის, რასაც დაასრულებ იქ აღარ უნდა მიბრუნდე!
ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ვთვლი, რომ შედარებით ადვილად გავიარე! ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერში პოზიტივი დაინახეთ, პატარა დეტალებით დაიწყეთ! გაკვეთილად მიიღეთ და ისწავლეთ რაც მთავარია! არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს თქვენს ტანჯვას და ვინც იმსახურებს, არასდროს მოგექცევათ ცუდად.
ღმერთს ესმის ის საუბრები, რაც არ გესმით თქვენ და ამიტომაც გაშორებთ ასეთ ადამიანებს.
როდესაც ერთი კარი იხურება, აუცილებლად მეორე გაიღება და თან წარმოუდგენლად კარგი“, - წერს ნინი ქარსელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ნახეთ, ხალხო, რა ლამაზია...“ - თიკა ფაცაციას ახალი კადრები სოცქსელიდან
🎥 „სასწაული ისტორიაა...“ - როგორ იშოვა გივი სიხარულიძემ ფული ამერიკაში
⭕„ყურადღება მიაქციე სიტყვებს, დასახე მიზნები“ - თაკო მელიქიშვილი 1-ელი თებერვლის ტენდენციებზე