13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი გამოეხმაურა და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„ჩვენ ახლა ბევრს ვიტირებთ... ასე ვიქცევით ბარბარეს ბარბაროსული მკვლელობის მერე...
ასე გამოვიტირეთ შენამდე „ბიჭი მომავლიდან"; „ბიჭი მწვანე სკოლიდან"; „ჩანჩქერში დამხრჩვალი ფერია"; „ტყეში მოკლული ცისფერთვალება გოგონა" და კიდევ რამდენი?
ჩვენ მხოლოდ ტირილი და გულის შემძვრელი ნეკროლოგების წერა შეგვიძლია... აი, რომელიმე თქვენგანი, სულ ცოტა მოკრიმინალო წარსულის რომ ყოფილიყო, მთელი ერი ავჯანყდებოდით და ქვას ქვაზე არ დავტოვებდით.
ძეგლებსაც გაგიხსნიდით... მშვიდობით ჩემო პატარა... ჩემი ქვეყანა თქვენისთანა ანგელოზებს ვერ ეგუება...
ამიტომაც მიდიხართ და მიდიხართ...
ან განა რა დაგრჩენიათ ჩვენისთანა საზიზღარი ხალხის გვერდით?“, - წერს ნუგზარ სულაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „10 წუთით ადრე, სანამ ის ჩვენ დაგვტოვებდა“ - რა კადრებს ავრცელებს მარიტა მეფარიშვილის მეგობარი